Latest news
იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა

ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა

ირაკლიოს მაცხოვრებლები 18 თვის ბავშვის უეცარი გარდაცვალების ამბავმა შეძრა. მცირეწლოვანმა სახლში ბენზინით სავსე ბოთლი იპოვა, დალია და ინტოქსიკაციის შედეგად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად დაიღუპა.

შემთხვევასთან დაკავშირებით ბავშვის მშობლები დააკავეს. ბავშვი კვირას, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში (ΠΑΓΝΗ) გადაიყვანეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დედამ, რომელიც მომხდარის შედეგად ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაშია, განაცხადა, რომ საპირფარეშოში მხოლოდ მცირე ხნით გავიდა. მისი განმარტებით, სანამ ხელს იბანდა, ბავშვმა დაბალ კარადაში მოთავსებული ბენზინის ბოთლი იპოვა და საწვავი დალია. დედის თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრო.

როგორც ირკვევა, დედამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს (ΕΚΑΒ) თავად დაურეკა, როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყო.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR) და შეძლეს ბავშვის გულისცემის აღდგენა. მცირეწლოვანი ინტუბაციის შემდეგ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, სტავრინა ილიასის განცხადებით, ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვირას, დაახლოებით საღამოს 6 საათზე შეიყვანეს. ექიმების მრავალსაათიანი მცდელობის მიუხედავად, დაახლოებით სამი საათის შემდეგ, პატარა პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *