კრემატორიუმის თანამშრომელმა 90 წლის ქალი ცოცხალი იპოვა მას შემდეგ, რაც ის გარდაცვლილად გამოცხადდა.
კრემატორიუმის თანამშრომელმა 90 წლის ქალი ცოცხალი იპოვა მას შემდეგ, რაც ის გარდაცვლილად გამოცხადდა.
მოხუცმა ქალმა თითქმის ორი საათი გაატარა დალუქულ სპეციალურ პარკში რომელიც მას სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
ბრაზილიაში კრემატორიუმის თანამშრომელს სავარაუდოდ არასოდეს დაავიწყდება ის შოკი რომელიც მან განიცადა, როდესაც საავადმყოფოს მორგში მივიდა გარდაცვლილი 90 წლის ქალის ცხედრის მოსაპოვებლად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა შაბათს ქალაქ სან ხოსეში, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც საავადმყოფოს პერსონალმა ნორმა სილვეირა და სილვა გარდაცვლილად გამოაცხადა.
ქალი სპეციალურ პარკში მოათავსეს და მორგში გაგზავნეს, სადაც კრემატორიუმის თანამშრომელმა ის უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა.
ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და ის ორშაბათს დილით გარდაიცვალა.
ხანდაზმული ქალის მომვლელის თქმით, 90 წლის მოხუცი საავადმყოფოში პარასკევს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ღვიძლის პრობლემის გამო შეიყვანეს.
მამაკაცი მას შაბათს შუადღისას ეწვია და თქვა, რომ მან შეძლო ერთი თვალის გახელა და მისი ნახვა. იმავე ღამით, მის ოჯახს აცნობეს ქალის გარდაცვალების შესახებ.
და სილვას გარდაცვალების პირველ მოწმობაში, რომელიც საავადმყოფომ 23:40 საათზე გასცა, ნათქვამია, რომ ქალი “შარდის ინფექციის” გამო დაიღუპა.
ქალის ცხედარი მორგში გადაასვენეს ისე, რომ ახლობლებს მისი ნახვის საშუალება არ მისცეს.

კრემატორიუმის თანამშრომელი, ღამის 01:30 საათზე მივიდა გარდაცვლილი პაციენტის ცხედრის მოსაპოვებლად. მან გახსნა სპეციალური პარკი და შენიშნა, რომ და სილვას სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, რაც გასაკვირი იყო გასული დროის გათვალისწინებით.
„ჩანთა რომ გავხსენი, ძალიან სუსტად სუნთქავდა. და რადგან გონზე აღარ იყო, ვერ ითხოვდა დახმარებას, ცდილობდა ამოესუნთქა და ვერ ახერხებდა“, -განაცხადა მან.
მოხუცმა ქალმა თითქმის ორი საათი გაატარა დალუქულ პარკში რომელიც მას სუნთქვას უზღუდავდა.
საბოლოოდ ქალის გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველია, ეს მოხდა რადგან მან არ მიიღო დროული სამედიცინო დახმარება თუ მიზეზი მისი ჯამრთელობის მდგომარეობა იყო.
მას შემდეგ, რაც 90 წლის ქალი გამოცხადდა მეორედ გარდაცვლილად, მისი ახალი გარდაცვალების მოწმობა დილის 5 საათამდე არ გაიცა. ამჯერად გარდაცვალების მიზეზად “სეპტიური შოკი” დასახელდა.
პაციენტის ოჯახი საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლებს. ”ეს არის დაუდევრობა, რომელსაც არავის ვუსურვებ”, – აცხადებენ ისინი. მომხდარ ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
