ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვს
ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვს
ათენის მერმა ხარის დუკასმა ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრ ხრისტოს დიმასა და მინისტრის მოადგილე ნიკოლაოს ტახიაოსს წერილით მიმართა და კიფსელის რაიონში დაზიანებული, ე.წ. „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოების საკითხზე ახალი შეხვედრის გამართვა მოითხოვა.
მერის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა სპეცონის ქუჩაზე მდებარე შენობების მდგომარეობა. იგი ითხოვს მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას დროებით გადაყვანას, შენობების დაზიანების შეფასების ანგარიშების დასრულებას და სარემონტო სამუშაოების კონკრეტული გრაფიკის განსაზღვრას. ასევე აუცილებელია მეტროს მე-4 ხაზის გვირაბის მშენებლობის განახლების ვადების დაზუსტება.
თავის მხრივ, კომპანია „ელინიკო მეტრო“ აცხადებს, რომ საბერძნეთის ტექნიკური პალატის (ΤΕΕ) ექსპერტების შეფასებით, არსებული ტექნიკური მონაცემებით, შენობების მდგომარეობა მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას არ საჭიროებს. თუმცა, თუ სარემონტო სამუშაოების დროს ბინებში დარჩენა შეუძლებელი გახდება, მოსახლეობის დროებით გადაყვანას უზრუველჰყოფს.
კომპანიის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტია და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დამცავი ზომებიც გატარდება.
მხარეებს შორის მთავარი უთანხმოება სწორედ შენობების საფრთხის ხარისხსა და მოსახლეობის დროებით გადასახლების აუცილებლობას ეხება.
