Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: ორი შვილის დედა ძაღლებმა დაფლითეს – მათი პატრონი დააკავეს

თესალონიკი: ორი შვილის დედა ძაღლებმა დაფლითეს – მათი პატრონი დააკავეს

ქალის სიკვდილი მყისიერი იყო – ძაღლები მეპატრონის მეთვალყურეობას გაექცნენ

თესალონიკში 50 წლის ქალი ტრაგიკულად დაიღუპა, მას ძაღლები თავს დაესხნენ და საკუთარი სახლის ეზოში ცოცხლად შეჭამეს.

ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი კვირას, შუადღისას, დაახლოებით 14:30 საათზე, ნეოჰორუდას მიდამოში მოხდა. სამი ძაღლი, რომლებიც, სავარაუდოდ, გაექცნენ მეპატრონის მეთვალყურეობას, მიუახლოვდნენ აგარაკის ეზოს და თავს დაესხნენ უბედურ ქალს, რის შედეგადაც მან სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა ეკავ-ის სასწრაფო დახმარების მანქანა, მაშველებმა მხოლოდ ქალის გარდაცვალების დადასტურება შეძლეს. შემთხვევის შემდეგ პოლიციამ ძაღლების მეპატრონე დააკავა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

როგორც protothema.gr-ს ნეოჰორუდას მერმა, ქრისტოს სარამოურცისმა განუცხადა, ტრაგიკული ინციდენტით მთელი ტერიტორია შოკირებულია, ხოლო უბედური ქალი იყო ორი არასრულწლოვანი ბავშვის დედა და ძალიან აქტიური ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველა ადგილობრივი იცნობდა.

„დღეს თავის ეზოში საქმეებს აკეთებდა, ეკიპაჟით თიბავდა ბალახს და ჭრიდა ხეებს. გავიგეთ, რომ რაღაც მომენტში ის ტოტების სასროლად გავიდა და მეზობელი სახლის ძაღლები თავს დაესხნენ. არ ვიცით, გისოსებს გადახტენ თუ კარი ღია დახვდათ. ველური ძაღლები იყვნენ და მათი ყველას ეშინოდა“, – განაცხადა მერმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *