Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
შაბათი, აპრილი 25, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით

ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით

რა კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს ევროკომისია, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს საბერძნეთი-კვიპროსი-ისრაელის ელექტროგადამცემი ხაზის და ეგვიპტესთან GREGY/Elica პროექტის განხორციელება და როდის შეიძლება ველოდოთ პროგრესს და რამდენად გამოიღო შედეგები მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის არსებულმა სოლიდარობის მექანიზმმა წინა ხაზზე მყოფი წევრი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა საბერძნეთი?

მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის შეთანხმებას რამდენიმე წელი დასჭირდა, თუმცა ამჟამად ის ამოქმედების პროცესშია. სოლიდარობის მექანიზმი მუშაობს, რადგან წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ან მიიღონ ემიგრანტები, ან ფინანსური დახმარება გაუწიონ წინა ხაზზე მყოფ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი და იტალია. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია. თუმცა, თუ ახლო აღმოსავლეთში კრიზისი გაუარესდება, არსებობს მიგრაციული ნაკადების გაზრდის რისკი. საბერძნეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც წინა ხაზზე მყოფი ქვეყანა და ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია. სწორედ ამიტომ მიიღო ემიგრაციის მინისტრმა უკვე არსებული თავშესაფრის სტატუსისმქონე პირების საქმეების ხელახალი გადახედვის გადაწყვეტილება, რათა ქვეყანამ შეძლოს იძულებით გადაადგილებული პირების განაკადის გამკლავება. სწორედ ამიტომ საბერძნეთი აბრუნებს უკან პირებს, რომლებსაც არ ეკუთვნით პოლიტიკური თავშესაფარი. დაბრუნების დირექტივა მალე ამოქმედდება, რადგან ჩვენ ვმუშაობთ კანონიერ გზებზე მათთვის, ვისაც ევროპაში ლეგალურად ჩამოსვლა სურს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *