ვრილისია: პარიკმახერმა საპარიკმახეროს საპირფარესოში კამერები მოათავსა – მას ოდესღაც ოჯახის წევრმაც თვალთვალისთვის უჩივლა
ვრილისია: პარიკმახერმა საპარიკმახეროს საპირფარესოში კამერები მოათავსა – მას ოდესღაც ოჯახის წევრმაც თვალთვალისთვის უჩივლა
სალონში ასევე კოკაინის პაკეტიც აღმოჩნდა
მილიციის თანამშრომლებმა ვრილისიაში პარიკმახერი დააკავეს. მას ბრალად ედება თავისივე საპარიკმახერო სალონის საპირფარესოში ფარული კამერების დამონტაჟება.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც პოლიციის განყოფილებაში ინფორმაცია შევიდა ბიზნესმენის ქმედებასთან დაკავშირებით, ხოლო ყველაფერი დამტკიცდა როდესაც ისინი პარიკმახერს საპარიკმახეროში ეწვიენ.
კერძოდ, პოლიციის თანამშრომლები, ჩვეულებრივი მოქალაქეების ფორმაში ესტუმრნენ თმის სალონს და საპირფარეშოს დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულს მართლაც ჰქონდა დაყენებული უხილავი ჩამწერი სისტემა და მაღაზიის ტუალეტებში ორი პატარა კამერა ჰქონდა განთავსებული.
ამ კონკრეტული სისტემის საშუალებით, პარიკმახერს ჰქონდა შესაძლებლობა ჩარეულიყო მის მიერ ჩაწერილი ფაილების ფაილურ სისტემაში, ასევე გადაეწერა, შეეცვალა, შეეგროვებინა, შეენახა და მოეძია ვიდეო ჩანაწერები ნებისმიერ დროს.
პარალელურად, ირკვევა რომ პარიკმახერის სახელზე ოდესღაც მისივე ოჯახის წევრმა საჩივარი დაწერა თვალთვალისთვის.
მამაკაცი დააკავეს, ხოლო სალონის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა ასევე კოკაინის პაკეტი აღმოაჩინეს.
