Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დანით დაჭრა ხიოსში მიგრანტების განსახლების ობიექტზე – ოთხმა მიგრანტმა არეულობა გამოიწვია

დანით დაჭრა ხიოსში მიგრანტების განსახლების ობიექტზე – ოთხმა მიგრანტმა არეულობა გამოიწვია

ამ დროისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ხიოსში, მიგრანტების დასახლების ბანაკში ოთხ მიგრანტს შორის შეტაკება მოხდა. ერთ ერთმა მათგანმა მეორე დანით დაჭრა.

სისხლისმღვრელი შემთხვევის გამო ორი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი წაეყენათ სხეულის სერიოზული დაზიანების ფაქტზე.

ადგილობრივი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების დროულმა ჩარევამ ბოლო მოუღო სისხლისმღვრელ ჩხუბს, რომელიც გაურკვეველი მიზეზით ატყდა დახურულ კონტროლირებულ ბანაკში მოთავსებულ ოთხ უცხოელს შორის, პარასკევს საღამოს.

ისინი ორ სხვა ემიგრანტს შეეკამათნენ და მალევე დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ეპიზოდის დროს პირველმა ორმა უცხოელმა დანარჩენი ორს სხეულის დაზიანებები მიაყენა, ერთმა მუშტებით, მეორემ კი დანით. როდესაც პოლიციელები გამოჩნდნენ, უცხოელი რომელმაც დანა გამოიყენა გაუჩინარდა და ის ამ დრომდე იძებნება, ხოლო მისი თანამზრახველი დააკავეს.

სისხლისმღვრელი შემთხვევის ორივე დამნაშავე სხეულის საშიში დაზიანების მიყენებისა და იარაღის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე აღძრულია საქმე. დაკავებული უცხოელი ხიოსის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *