Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ეს არის გაზში მომხდარი ინციდენტის ძებნილი, ალბანელი “პისტოლერო”

ეს არის გაზში მომხდარი ინციდენტის ძებნილი, ალბანელი “პისტოლერო”

ალბანურმა მედიამ მისი ფოტო გამოაქვეყნა –  მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობის ბრალდება წაუყენდა მის თანამგზავრ 33 წლის ალბანელს.

33 წლის ალბანელის დაკავების შემდეგ საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლები მეორე ალბანელის კვალზე გასვლას ცდილობენ.

ინციდენტი ათენის ცენტრში, კერძოდ გაზში მოხდა. მცირედი მიზეზის გამო ორ ალბანელ და სამ კრიტელს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ ერთმა ალბანელმა კრიტელს სილა გააწნო რის შედეგადაც მამაკაცებს შორის შეტაკება მოხდა. უეცრად, მეორე ალბანელმა ცივი იარაღი ამოიღო, სამივე კრიტელს ახლო მანძილიდან ესროლა შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა.

იხილეთ ვიდეო ჩანაწერი სროლის მომენტიდან:

 

სამივე დაშავებული საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ორი მათგანი მძმე მდგომარეობაშია ხოლო მესამე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს რადგან მას ტყვია თავში მოხვდა.

ალბანურმა მედიამ ორშაბათს დილით გამოაქვეყნა ფოტო, მათივე ცნობით ეს იმ ბოროტმოქმედის ფოტოა რომელმაც სამ კრეტელის ესროლა.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი არის 35-37 წლის ნანდი ისმეთ იდრიზი, რომელიც, სავარაუდოდ, წარსულში ორჯერ იყო დეპორტირებული საბერძნეთიდან. 2012 წელს ის იყო მთავარი ეჭვმიტანილი ავლონასში შეიარაღებულ ძარცვაში.

მისი ძმა ლეონარდო იდრიზი COLES ბანდის წევრი იყო და პოლიციასთან სროლის შედეგად დაიღუპა.

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 33 წლის ალბანელი მამაკაცი რომელმაც სამი კრეტელიდან ერთ ერთს გაარტყა – მას მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობისთვის ედება ბრალი.

ამ დროისთვის საბერძნეთის პოლიციამ დააკავა გაზის თავდასხმის 33 წლის ემილიანო ღიაკუპი, რომელმაც სამი კრეტელიდან ერთ-ერთს სილა გაარტყა. 33 წლის ალბანელი, ჯიპის მგზავრი, რომლის მძღოლმაც გაზში სამ ახალგაზრდას ესროლა, ათენის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დაადანაშაულა. 33 წლის ბოროტმოქმედი პოლიციის და პროკურატურისთვის ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, მანქანების ქურდობისა და სახლების ძარცვისთვის ცნობილი პირი აღმოჩნდა. ის ასევე იძებნებოდა ახალ ჰერაკლიონში ალბანელი თელუბ ისლამის მკვლელობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძალვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაკავებული 33 წლის მამაკაცის პირველი სიტყვები ასეთი იყო: „ეს იყო ქუჩის ჩხუბი. სილა გავარტყი, არ ვიცოდი, რომ მეორე ისროდა. მანქანაში ჩავსხედით და წავედით.

ის აცხადებს, რომ არ იცოდა, ის ფაქტი რომ მის მეგობარს, ჯიპის მძღოლს იარაღი ჰქონდა. მისი ადვოკატის თქმით, ის სისხლიანი ეპიზოდის პირველივე მომენტიდან შოკში იყო და შემთხვევისთანავე დაუკავშირდა გამომძიებელს და გამოხატა სურვილი ჩაბარებოდა პოლიციას.

საბერძნეთის პოლიციის-ის ოფიციალური განცხადება მისი დაკავების შესახებ:

„2023 წლის 16 დეკემბერს, დილის საათებში, გაზში მომხდარ ინციდენტში – რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა – მონაწილე ერთ-ერთი პირი, გამოძალვის დეპარტამენტის საქვეუწყებო პოლიციის თანამშრომლების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოს საათებში დააკავეს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *