Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ბურთით თამაში სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ბურთით თამაში სიცოცხლის ფასად დაუჯდა

ფლორიდის შტატი 9 წლის მოზარდის ტრაგიკულმა სიკვდილმა შეძრა.

ბიჭს სკოლის მიკროავტობუსმა გადაუარა, რის გამოც ის ტრაგიკულად დაიღუპა.

საბედისწერო ირონია გახლავთ ის ფაქტი, რომ პატარა ელიას 2 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მაშინ მაშინ მან  მოახერხა ამ დაავადების დამარცხება.

სამწუხაროდ, 9 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი მიკროავტობუსის ქვეშ გაჭედილი ბურთი აღმოჩნდა. როდესაც ბავშვი ბურთის გამოგორებას ეცადა, მას ავტობუსმა გადაუარა.

,,ოჯახი სრულიად განადგურებულია.  ტრაგედიამ ძალიან დაამწუხრა გამომძიებელი კოლეგებიც“ – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ტრაგიკული შემთხვევის გამო  54 წლის მძღოლი დაკითხეს, რომელსაც მართვის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ის მეტად ქარიზმატული ბავში იყო, ყოველთვის ვხალისობდი, როცა ვხედავდი მას სხვა ბავშვებთან  ერთად თამაშის დროს. ძალიან საყვარელი და განსხვავებული ბავშვი იყო“, – დანანებით აღნიშნავენ ოჯახის მეგობრები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *