Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კითირა: კარვებში გაჩერებას სთავაზობენ მასწავლებლებს, სანამ ისინი მუდმივ საცხოვრებელს იპოვიან

კითირა: კარვებში გაჩერებას სთავაზობენ მასწავლებლებს, სანამ ისინი მუდმივ საცხოვრებელს იპოვიან

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს საბერძნეთში მასწავლებლებისა და პროფესორების მოვალეობის შემსრულებლების მდგომარეობა, რომლებიც ყოველ ახალ სასწავლო წელს საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულებზე ნაწილდებიან სკოლებში მოსწავლეთათვის სწავლა-განათლების მისაცემად.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იღებს მასწავლებლების კუნძულებზე გადანაწილების გადაწყვეტილებას, მათ საცხოვრებელი ადგილების მოძიება და ხარჯების გაწევაც თავად უწევთ. ხშირ შემთხვევაში კი მასწავლებლების ანაზღაურება გაწეული შრომისთვის არ შეესაბამება ბინის ქირისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების  ღირებულებას.

წელს კუნძულ კითირაზე, ორგანიზებული კემპინგის “Camping Kapsali Kythera”-მ ფეისბუკზე განცხადება გააკეთა და მასწავლებლებს სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ შესთავაზა კარვებში განთავსება მანამ, სანამ საცხოვრებელ ადგილებს იპოვიან. აღნიშნულმა პოსტმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, რადგან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რამდენად არ აინტერესებს სახელმწიფოს მომავალი თაობების განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის ხელშეწყობა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *