ორესტიადა: შვილიშვილის დაბადების დღეზე მიმავალი ბებია ავტოავარიას ემსხვერპლა
მორიგი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა- ორესტიადაში, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი.
ტრაგედიაში გადაიზარდა ბავშვის დაბადების დღე რიზიაში, როდესაც ბავშვის ბებია, ორესტიადაში მცხოვრები 54 წლის ქალი, შვილიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე მიმავალი, მეორე ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც 85 წლის პენსიონერი ტაქსის მძღოლი მართავდა.
მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა მისი თანამგზავრი 48 წლის მამაკაცი.
ორივე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 48 წლის მამაკაცი შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალნენ.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ, ადგილზე მისულ სახანძრო- სამაშველო სამსახურს გარდაცვლილთა ამოსაყვანად 6 მაშველის და სამი ავტომობილის ჩარევა დასჭირდა.
Facebook Comments Box
