Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ათენი: უცნობმა პირებმა მოლოტოვის კოქტეილებით სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან სამი ავტობუსი დაწვეს

 

წუხელ, გვიან ღამით ათენის გამზირზე,  სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წინ  შეტაკება მოხდა პოლიციის რაზმს და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რა დროსაც  მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულმა  ახალგაზრდების ჯგუფმა იქვე გაჩერებული სამი ტურისტული ავტობუსი დაწვა.

ერთი ავტობუსი  მთლიანად დაიწვა, დანარჩენი ორი  კი სერიოზულად დაზიანდა.

ინციდენტი დილის 2 საათზე დაიწყო, როდესაც 20-კაციანი ჯგუფი უნივერსიტეტის ჭიშკარიდან გამოვიდა და ტერიტორიაზე მყოფი პოლიციელებისთვის საგნების სროლა დაიწყო.

ახალგაზრდების ნაწილმა მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და უნივერსიტეტის წინ   ავტობუსების გაჩერებები  მთლიანად დაამსხვრიეს.

პოლიციამ მათ დასაშლელად  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილზე მივიდა სამი სახანძრო მანქანა 10 მეხანძრე-მაშველით, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას ცეცხლმოკიდებულ ავტობუსებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *