Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კერაცინი: ტაძარში დასაკლავად ბატკანი მიიყვანეს

უჩვეულო  და წარმოუდგენელი ფაქტის მომსწრე გახდა კერაცინში მდებარე ტაძარში,  საღმრთო  ლიტურგიაზე დამსწრე საზოგადოება,  როდესაც ტაძრის წინა  ეზოში უცნობმა პირებმა დასაკლავად ბატკანი მიიყვანეს, იქვე თოკით დააბეს, ხოლო გვერდით ცეცხლი დაანთეს და  ხორცის შესაწვავად  გრილი მოამზადეს.

შექმნილი აღმაშფოთებელი  სურათი ძალიან ჰგავდა  მსხვერპლშეწირვის წარმართულ ცერემონიას.

საბედნიეროდ,  ბატკნის დაკვლის  მცდელობა ბოლო მომენტში სამოქალაქო აქტივისტის,  სტამატინა  სტამატაკუს ჩარევის შემდეგ აღიკვეთა, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას და პროკურატურას აცნობა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ტერიტორიის პოლიციის დეპარტამენტის მეთაური, რომელმაც  ცხოველი იქაურობას გაარიდა და  ადგილზე დარჩა, სანამ  ის უსაფრთხო ადგილას არ გადაიყვანეს.

პოლიციამ  თვითმხილველებს და სასულიერო პირებს სთხოვა დაესახელებინათ, თუ ვინ მიიყვანა ბატკანი დასაკლავად, რათა მათი იდენტიფიცირება და დაპატიმრება მოეხდინათ, მაგრამ  არავის ახსოვდა.

ვინაიდან საკანონმდებლო ბაზაში არსებული, ცხოველის შეურაცხყოფისა და მოკვლის შესახებ არსებული მუხლი ითვალისწინებს გარკვეულ სასჯელს, მიმდინარეობს  სასამართლო პროცესი იმ ოჯახის წინააღმდეგ, რომელმაც ცხოველი დასაკლავად მიიყვანა და ფაქტის განმეორების შემთხვევაში, როგორც პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, დაკავებული იქნება  ყველა მასში მონაწილე.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია  ცხოველთა დაცვის დეპარტამენტიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *