Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026
საბერძნეთი

ომი სუდანში: პირველი რვა ბერძენი უკვე გათავისუფლებულია

სუდანში მიმდინარე საომარი მოქმედების ეპიცენტრში ჩარჩენილი საბერძნეთის მოქალაქეების პირველმა ნაკადმა, მათ შორის ორმა დაშავებულმა,კვირას ნაშუადღევს სუდანი საფრანგეთის დახმარებით, ავიარეისით  დატოვა და ჯიბუტის მიმართულებით გაემგზავრა.

გავრცელებული ინფორმაციით  ჯერ კიდევ რჩება 12 ბერძენი, რომლებსაც სუდანიდან მომდევნო რეისით გაიყვანენ.

ამ დროისათვის ისინი ხარტუმში, საფრანგეთის საელჩოს შენობაში იმყოფებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით გრძელდება ევროკავშირის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პროცესი და კოორდინაცია  დარჩენილი ბერძნებისა და მათი ოჯახის წევრების გასათავისუფლებლად.

ასევე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელდა 100-მდე ადამიანის ევაკუაცია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საფრანგეთს დახმარება სთხოვეს  თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

დასავლეთის ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას მათი მოქალაქეების და დიპლომატების ომით განადგურებული ხარტუმიდან გასათავისუფლებლად, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის გამო ბრძოლები ისევ გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *