Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

მღრღნელებისგან დაკბენილი

მღრღნელებისგან დაკბენილი 

რა გახდა ჩვილის დაღუპვის მიზეზი

დედამ საკუთარი ჩვილი უკვე გარდაცვლილი მიიყვანა დიდიმოტიხოს გენერალურ საავადმყოფოში. ჩვილი აბსოლუტურად მოუვლელი აღმოჩნდა და ამაზე მისი წონანაკლულობაც მეტყველებდა. ამ ყველაფრის გამო  ექიმები ბავშვის  მშობლებს ადანაშაულებენ.

მომხდარმა აღაშფოთა რაიონის მაცხოვრებლებიც. მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ ჩვილი,  ბოშათა ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც 2019 წელსაც შეემთხვა ბავშვებთან დაკავშირებული ინცინდენტი, როცა  დიდმოტეიხოს საავადმყოფოში, იმ დროისათვის, მათი 3,5 თვის გოგონა, თაგვებისაგან დაკბენილი მიიყვანეს…

სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ  მაშინ, მშობლებს ბავშვის მეურვეობა ჩამოართვეს, ხოლო პატარა გოგონას მთელი რიგი ოპერაციები ჩაუტარა- უკიდურესად მძიმე დაზიანებების სამკურნალოდ, როგორც ალექსანდრუპოლის, ასევე მოგვიანებით, ათენის საავადმყოფოშიც.

იმ დროისათვის, 22 წლის მამამ ბოდიში მოიხადა, თუმცა  ცდილობდა სამართალდამცავებისა და სამეურვეო მომსახურეებისათვისთვის დაემტკიცებინა, რომ პირობები, რომელშიც პატარა გოგონა ცხოვრობდა, „დამაკმაყოფილებელი იყო“… თავის მხრივ კი, 16 წლის დედა, კომპეტენტურმა სასამართლომ გაასამართლა, რადგანაც მშობელი მაშინ არასრულწლოვანი იყო.

ამჯერადაც, დიდიმოტიხოს რაიონული საავადმყოფოს ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ იმისათვის, რომ ჩვილი, რომელიც სამშაბათს, დილის 11 საათზე მიიყვანა

დედამ საავადმყოფოში გადაერჩინათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო და ყველანაირი ძალისხმევა  უშედეგო აღმოჩნდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  პირობები, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, სავალალოა და ამ ფაქტს  ფოტო – დოკუმენტური მასალაც ადასტურებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *