Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ყალბია, თუ არა შედევრები?

ყალბია, თუ არა შედევრები?

მხატვრული ნამუშევრებისა და ბიზანტიური ხატების ყალბი ასლების გაყიდვა – გასაღებისთვის 80 წლის მამაკაცი დააკავეს.

დაკავებული მამაკაცი კომპეტენტურ პროკურატურაშია გადაყვანილი.

დამნაშავეს, ატიკის რეგიონის უსაფრთხოების სამმართველომ და კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სამმართველომ, რელიქვიათა და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის წაუყენა ბრალი.

ELAS-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულისა და მისი თანამზრახველების მიერ, მხატვრულ ტილოებზე დატანილი იყო ყალბი საავტორო ხელმოწერები, რათა ,,ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები“  მსოფლიო აუქციონებზე და სამხატვრო გალერეებში გაეყიდათ.

ხელოვნების ნიმუშების გაყალბება თაღლითების მიერ  მაშინ დასრულდა, როცა მათი ქმედების შესასწავლად შექმნილმა პოლიციის თანამშრომლთა სპეციალურმა ჯგუფმა, შესაბამისი შეფასებისა და ინფორმაციის გამოყენების შედეგად, ამხილა დამნაშავეთა ჯგუფი, დაადგინა მათი მოქმედების სფერო და მოახდინა დამნაშავეთა  იდენტიფიცირება.

80 წლის მამაკაცი დააკავების შემდეგ, სხვადასხვა სახელოსნოებსა და სამხატვრო გალერეებში, სასამართლო ოფიცრის თანდასწრებით ჩატარებული ჩხრეკისას ნაპოვნი და ამოღებულ იქნა: 11 ბიზანტიური ხატისა და ხელოვნების ნიმუშთა უამრავი ყალბი ასლი.

ბიზანტიური ხატები ზემოაღნიშნულ სამსახურის შტაბ-ბინას გადაეცა და მათი შესწავლა დაევალა აღმოსავლეთ ატიკის სიძველეთა ეფორატის არქეოლოგს, ექსპერტ – ბიზანტოლოგს. ყალბი  ასლების ბედს კი საბოლოოდ,  კულტურის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურები გადაწყვეტენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *