Latest news
ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა ლიოსიონ: დააკავეს მძღოლი, რომელიც 16 წლის გოგოს დაეჯახა ორშაბათიდან მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან
კვირა, აპრილი 19, 2026
სამართალისაბერძნეთი

ევიაში მამინაცვალი შშმ პირს გახურებული უთოთი თავს დაესხა

ევიაში მამინაცვალი შშმ პირს გახურებული უთოთი თავს დაესხა

ევიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე (შშ) ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

ინფორმაცია ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდის დაფიქსირების შესახებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და ის ევიაში მოხდა.

კერძოდ, 45 წლის მამაკაცი მეუღლის 32 წლის შვილს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს გახურებული უთოთი დაესხა თავს. მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა თავდასხმელმა მიმალვა მოასწრო.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 32 წლის ახალგაზრდას მამინაცვალმა სახეში მუშტი დაარტყა. დაზარალებულს ასევე, მარცხენა ხელზე ცხელი  უთოთი მიყენებული დამწვრობის კვალი აჩნდა.

სასწრაფო დახმარების მანქანით რაიონის ჯანდაცვის ცენტრში მისულმა ექიმებს უამბო, თუ როგორ დაესხა მას თავს 45 წლის მამინაცვალი.

საბოლოოდ, დამნაშავე საკუთარ სახლში იპოვეს და დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *