Latest news
წყალი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან უნდა ვაჩუქოთ თუ არა ტექნოლოგიას მეორე სიცოცხლე ტრიკალას ციხეში პირველი წყვილი დაქორწინდება კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები 16 ივნისიდან ამოქმედდება ვრცელდება მოწმეების ჩვენებები კუნძულ როდოსზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დააკავეს კაცი, რომელსაც ალექსანდრას მეტროს მშენებლობისთვის საჭირო ამწე ჰქონდა ოკუპირებული სანტორინი: ქურდობისთვის 3 ქალი დააკავეს ევროვიზია: საბერძნეთმა კონკურსზე მე-10 ადგილი დაიკავა საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ჯორჯ სკიადოპულოსი, ჯული სკულის მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ,  დაქორწინებულია და ბიზნესმენია

ჯორჯ სკიადოპულოსი, ჯული სკულის მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ,  დაქორწინებულია და ბიზნესმენია

1999 წლის იანვარში, ახალგაზრდა მოდელის მკვლელობამ რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო საბერძნეთის საზოგადოება შოკში ჩააგდო .

იმ დროინდელმა პრესამ ჯორჯ სკიადოპულოს მიერ ჩადენილი დანაშაული ვნებისა და ეჭვიანობის შედეგით გამოწვეულად დაახასიათა. თავის პარტნიორზე 7 წლით უმცროსმა, საზღვაო ოფიცერმა, მოკლა 30 წლის ჯული სკული, შემდეგ კი მედიის მეშვეობით დახმარებას ითხოვდა მისი გაუჩინარებული საცოლის საპოვნელად.

სასამართლომ მკვლელს პირველადი გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, გასაჩივრების შემდეგ კი მას 23 წლიანი პატომრობა მიესაჯა (ციხეში კარგი ქცევის გამო). საბოლოოდ მან მხოლოდ ათ წლიანი პატომრობა მოიხადა და 2009 წელს განთავისუფლდა.

მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ, ახლა უკვე 48 წლის სკიადოპულოსი აცხადებს რომ, მან შეცვალა თავისი ცხოვრება და უკან დატოვა ბნელი წარსული.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის შეეცადა დაევიწყებინა დანაშაული და სიცოცხლე განაგრძო. ბოლო წლებში ის დაქორწინდა და შექმნა საკუთარი ბიზნესი, ტანსაცმლის თვითმომსახურების ქიმწმენდებში. მისი ბიზნესი 2020 წელს დაჯილდოვდა კონკურსში რომელიც მთელი საბერძნეთის მაშტაბით იყო.

დანაშაული

სრული 18 დღის განმავლობაში ჯორჯ სკიადოპულოსი საგულდაგულოდ ეცადა  დაემალა დანაშაული პოლიციელებისა და ჟურნალისტებისგან. ჯორჯი საზოგადოებას წარუდგა, როგორც საოწარკვეთილი ადამიანი,  რომელიც უშედეგოდ ეძებდა თავის გაუჩინარებულ საცოლეს და ყოფილ მოდელს – ჯული სკალის.

1999 წლის იანვარში,  სავაჭრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი ჯორჯ სკიადოპულოსი, იმდროინდელი საინფორმაციო გადაცემების ხშირი სტუმარი გახლდათ და, სატელევიზიო ეკრანებიდან   სევდიანად ევედრებოდა საზოგადოებას მიეწოდებინათ ინფორმაცია ჯულის გაუჩინარების შესახებ…

ცოტა ხნით საზოგდოებამ კიდევ ერთი მკვლელის  თვალთმაქცობა დაიჯერა: „როდესაც ჯულიმ მითხრა, რომ არ ვქორწინდებოდით, ვიგრძენი, რომ ფეხებქვეშ მიწა მეცლებოდა! საბედისწერო შემთხვევის ღამეს მანქანაში ცხარე კამათი გვქონდა. ვცდილობდი ჯული დამერწმუნებინა, რომ ჩემთან, საბერძნეთში სამუდამოდ დარჩენილიყო და აღარ დაბრუნებულიყო თავის ქალიშვილთან, ამერიკაში, რომელიც მას ძალიან ენატრებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემენარჩუნებინა მასთან ახლო ურთიერთობა.

მოგვიანებით, მკვლელი დანაშაულს აღიარებს და სასამართლოს წინაშე იტყვის შემდეგს: ,,ჯული უარყოფითად იყო განწყობილი ჩვენი ქორწინების მიმართ და მე ისეთ შოკში ჩავვარდი, რომ  ალბათ, ვერავინ და ვერაფერი ვერ დამაბრუნებდა რეალობაში. როცა ხელები მის კისერს მოვაშორე, მივხვდი რაც გავაკეთე და პანიკამ მომიცვა. იმ მომენტიდან მე ვიყავი რობოტი, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერს მექანიკურად  ვაკეთებდი“…

თავდაპირველად, ჯორჯ სკიადოპულოსი  ჯული სკულის ცხედრის განადგურებას ბენზინით დაწვით შეეცადა და როცა ეს არ გამოუვიდა,  ქალის გვამი ბებიის სახლში გადაიტანა და მისი ჩემოდანში მოთავსება სცადა.  მკვლელმა უბედურ  ჯულის დამწვარი თავი მოაჭრა და შემდეგ,  უთავო გვამი ჩემოდნით ტბაში, ხოლო თავი კი კავალაში – კალამიცას სანაპიროზე, ზღვაში გადააგდო .

„როდესაც კავალიდან ათენში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, როგორ გამემართლებინა ჯულის არყოფნა ჩემს მშობლებთან და ახლობლებთან, რადგან ქორწილი უახლოეს დღეებში გვქონდა დაგეგმილი.  სქემა შევიმუშავე, ვიდრე დროს მოვიგებდი, შემდეგ კი, თავის მოკვლას ვაპირებდი.  როცა ახლობლებს ჯულის დაკარგვის შესახებ ვაცნობე, ჩიხში აღმოვჩნდი. რადგანაც  ახლობლებისაგან  წნეხის შემეშინდა, შევეცადე  თავი დამეჯერებინა, რომ ჯული გაქრა. არ მინდოდა ხალხს გაეგო, რომ მე ვარ მკვლელი“, – აღიარებს  მოგვიანებით  გიორგოს სკიადოპულოსი.

პოლიციის ხელმძღვანელობას არ გამოპარვია სკიადოპულოსის ყალბი  ქმედებები და მითუმეტეს, მისი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ქალის გაუჩინარების თაობაზე.

მოგვიანებით, მკვლელმა დანაშაული აღიარა. პირველ ინსტანციაში მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლოში კი,  2003 წელს,  სანიმუშო ქცევის გამო  დამნაშავეს უვადო პატიმრობა  – 23 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.

საბოლოოდ, ჯორჯ სკიადოპულოსმა ათი წელი გაატარა საპყრობილეში ჯული სკალის მკვლელობისთვის და ის, 2009 წელს გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *