სიმამრი სიძეს მათი სახლის შესასვლელთან ცეცხსასროლი იარაღით თავს დაესხა
სიმამრი სიძეს მათი სახლის შესასვლელთან ცეცხსასროლი იარაღით თავს დაესხა
თავდამსხმელმა პოლიციას განუცხადა რომ მის ქალიშვილს ქმართან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თუმცა მისივე ვაჟის განცხადებით წყვილს ნორმალური ურთიერთობა აკავშირებდა.
ოჯახურ ინციდენტს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა შაბათს ღამით (24/2) აღია ვარვარაში, 69 წლის მამაკაცმა ცეცხსასროლი იარაღით 57 წლის სიძეს, ორი არასრულწლოვანის მამას ესროლა.
არსებული ინფორმაციით მათ შორის სროლამდე შეტაკება მოხდა, თუმცა მიზეზები, რამაც გამოიწვია ტრაგედია, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე და მსხვერპლი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. ქვედა სართულზე (ისოღიო) მშობლები, პირველ სართულზე მათი ქალიშვილი 57 წლის სიძე და მათი ორი შვილი, ხოლო მეორეზე მათი ვაჟი რომელიც პროფესიით პოლიციელია.
57 წლის, პროფესიით ექიმმა, სავარაუდოდ, ცოლის ძმას სთხოვა, მათ სახლში ჩამოსულიყო და ერთ-ერთი შვილისთვის მიეხედა, რათა თვითონ მეორე შვილთან ერთად სადღაც წასულიყო.
69 წლის სიმამრმა შეიტყო ეს ინფორმაცია და კორპუსის შესასვლელთან დაელოდა სიძის დაბრუნებას. როდესაც ის გამოჩნდა, სიმამრმა მას კარაბინით ორჯერ ესროლა.
მკვლელობის შემდეგ, დამნაშავის შვილმა, რომელიც პოლიციელია, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს 57 წლის მამაკაცი სახლის ეზოში გარდაცვლილი დახვდათ.

სიძის მკვლელობის შემდეგ 69 წლის მამაკაცი კარაბინით ხელში პოლიციის განყოფილებისკენ მიდიოდა, რა დროსაც ის დიას-ის პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს და დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის მამაკაცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მის ქალიშვილს სიძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა მისივე ვაჟიშვილი ამტკიცებს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და რომ წყვილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.
