7 ივნისისთვის დაგეგმილი საგზაო რეგულაციები ათენში
7 ივნისისთვის დაგეგმილი საგზაო რეგულაციები ათენში
კვირას, 2026 წლის 7 ივნისს, დილის 08:00-დან 12:00 საათამდე, ათენის ცენტრში მოძრაობის დროებითი შეზღუდვები დაწესდება საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების RUN BIKE CARE 2026-ის ფარგლებში.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს 10-კილომეტრიან ველორბოლასა და 5-კილომეტრიან გარბენს. ღონისძიება სინდაგმას მოედანიდან დაიწყება.
მონაწილეები გაივლიან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, მათ შორის ამალიას, ოლღას, კონსტანტინუსა და სოფიას გამზირებზე, ასევე აკადიმიასა და პანეპისტიმიუს ქუჩებზე.
საბერძნეთის პოლიციის (ELAS) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ან დროებით შეწყდება ათენის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, მათ შორის:
- სინდაგმას მოედანი
- ფილელინონის ქუჩა
- სტადიუს ქუჩა
- ამალიას გამზირი
- ოლღას გამზირი
- სიგრუს გამზირი (გარკვეულ მონაკვეთში)
- პანეპისტიმიუს ქუჩა
- აკადემიას ქუჩა
- სოფიას გამზირი
- კონსტანტინუს გამზირი
- იროდუ ატიკუს ქუჩა
- მელეაღრუს, არავანტინუსა და კლეანთუს ქუჩები
შეზღუდვები გავრცელდება როგორც აღნიშნულ გზებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ მიმდებარე ქუჩებზეც.
პოლიცია მძღოლებს ურჩევს, 08:00-დან 12:00 საათამდე შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ათენის ცენტრში გადაადგილებას და ალტერნატიული მარშრუტები გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ საცობები და დამატებითი შეფერხებები.
მოძრაობის შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება ღონისძიების დასრულების შემდეგ.
