Latest news
ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტი: ინიციატივა, რომელიც ათობით სტუდენტის ცხოვრებას შეცვლის ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითები და რეალობა საჭიროებს თუ არა ათენი დამატებით საპარკინგე ადგილებს  საბერძნეთი: თერაპევტი და დიაბედის სპეციალისტი, ევანგელოს ფუსტერისი ჭარბწონიანობის პრობლემაზე საუბრობ... საბერძნეთი: დახურული ბინების გასახსნელად ბენეფიციარების რაოდენობა გაიზრდება ლეროსის 2 სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვებული თანხით განახლდება ჯანდაცვის უწყებები დასავლეთ ნილოსის ვირუსის შემთხვევების გასამკლავებლად სრულ მზადყოფნაში არიან ლეზვოს: შუშის ნამსხვრევებზე მოცეკვავე ცხენები  ახალი სასწავლო წლიდან საბერძნეთის დაწყებით სკოლებში ცურვის სავალდებულო გაკვეთილები IV კლასის მოსწავლ... Riviera Tower: საბერძეთის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი
კვირა, აგვისტო 9, 2026
საბერძნეთისამართალი

ათენში, სოლონოს ქუჩაზე მკვდარი ემბრიონია ნაპოვნი

 

სოლონოს ქუჩაზე მკვდარი ემბრიონია ნაპოვნი

ათენის ცენტრში, სოლონოს ქუჩაზე, მკვდარი ემბრიონია ნაპოვნი. სამართალდამცავები იმ დედას ეძებენ, ვინც ნაყოფი სასიკვდილოდ გაიმეტა.

პოლიცია ასევე, იძიებს იმ ქალების სიას, რომლებმიც  ფეხმძიმედ გახლდათ და ახლო ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.

ხელისუფლება ცდილობს ამოხსნას საიდუმლო მკვდარი ნაყოფის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორშაბათს, ნაშუადღევს, სოლონოს ქუჩაზე, კანალიზაციის სისტემაში, ბლოკირების სარემონტო მაღაზიის თანამშრომელმა იპოვა.

გამოძიება, საიმედო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიდის დასკვნამდე, რომ ემბრიონის მშობელმა აბორტს მიმართა, ან სავარაუდოდ, ეწვია “ექიმები საზღვრებს გარეშე” ოფისს,  ტუალეტში იმშობიარა და შემდეგ კი, მიიმალა…

პოლიციამ საბოლოოდ მოახერხა ოფისის ოფისის მენეჯერების დადგენა, რომლებმაც კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინეს ხელისუფლებას მკვდარი ნაყოფის გარეშე, განაცხადეს, რომ სამშაბათს დილით აპირებდნენ სასამართლო ექსპერტიზის ინფორმირებას.

ELLAS-ის აღმასრულებლები გაესაუბრნენ სოციალურ მუშაკს, ოფისის მენეჯერს და გინეკოლოგს.

გინეკოლოგმა, რომელიც უსასყიდლოდ ღებულობს პაციენტებს, აღნიშნა, რომ მისი მორიგეობის განმავლობაში არ გაუსინჯავს არც ერთი ქალი, რომელსაც გინეკოლოგიური გართულებები ჰქონდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *