Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კარისტოსი: Canadair ხანძრის ჩაქრობის დროს ხევში ჩავარდა

სახანძრო სამსახურში განგაში გამოცხადდა, რადგან  დაახლოებით 15:00 საათზე, კარისტოსში, პლატანისტოს მიდამოებში ხანძრის ჩაქრობის დროს Canadair ტიპის  თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ორი ბერძენი მფრინავი იმყოფებოდა.

საჰაერო ძალების კუთვნილი Canadair, როგორც ცნობილი გახდა, ხევში ჩავარდა.

სამხედრო ეკიპაჟები მიდიან ადგილზე, რათა ნახონ ზუსტად რა მოხდა და რა მდგომარეობაშია თვითმფრინავის ეკიპაჟი, ხოლო ეროვნული ოპერაციების ცენტრი გააქტიურებულია.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ასხამს თვითმფრინავი წყალს, უხვევს მარჯვნივ, რა დროსაც ეხება ხის ტოტებს და შედეგად კარგავს სიმაღლეს.  როგორც ჩანს, ეს იყო მექანიკური მარცხი, რადგან თვითმფრინავი აგრძელებდა სიმაღლის დაკარგვას და ვერ ახერხებდა ხევიდან ასვლას.

Canadair, რომელიც ჩამოვარდა არის CL-215, აფრინდა Nea Aghialos Volos-დან და არ გააჩნდა კაპიტნისა და მეორე პილოტის კატაპულტირების სისტემა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის პირველივე მომენტიდან მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა სახანძრო მანქანა, ასევე ადგილზე იმყოფება სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ვერტმფრენი.

პლატანისტოსი და ლივადი იყო ის ორი სოფელი, რომლებზეც სახმელეთო ეკიპაჟებმა და მოხალისეებმა  ყურადღება გაამახვილეს, რათა შეეჩერებინათ ცეცხლი, რომელიც ფაქტიურად სახლებს ედებოდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *