ავტოსაგზაო შემთხვევა არიდეაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა არიდეაში.
ტრაგედია სამშაბათს ღამით არიდაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა. 20 და 21 წლის ახალგაზრდები საგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ, ხოლო 20 წლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს ათ საათზე მოხდა კონსტანტია-ექსაპლატანოსის პროვინციული გზის მე-3 კმ-ზე, არიდაიას (ალმოპიის მუნიციპალიტეტი) რაიონში, სადაც ავტომობილი უეცრად გაურკვეველი მიზეზით სამოძრაო ხაზიდან გადავიდა.

ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ის ჯერ ბეტონის ღობეში შევარდა, შემდეგ კი განათების ბოძს შეასკდა.

მანქანაში გამომწყვდეული მგზავრების გადმოსაყვანად მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს. სახანძროსთან ერთად ადილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოცხადდნენ. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით არიდაიას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ 20 და 21 წლის ახალგაზრდების გადარჩენა ვერ შეძლეს.
20 წლის მძღოლი APE-MPE-ს ინფორმაციით, ედესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი სასწრაფო ტრანსპორტირება სალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში.
