Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ავტოსაგზაო შემთხვევა არიდეაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა არიდეაში.

ტრაგედია სამშაბათს ღამით არიდაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანაში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა. 20 და 21 წლის  ახალგაზრდები საგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ, ხოლო 20 წლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა  საღამოს ათ საათზე მოხდა კონსტანტია-ექსაპლატანოსის პროვინციული გზის მე-3 კმ-ზე, არიდაიას (ალმოპიის მუნიციპალიტეტი) რაიონში, სადაც ავტომობილი უეცრად გაურკვეველი მიზეზით სამოძრაო ხაზიდან გადავიდა.

ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ის ჯერ ბეტონის ღობეში შევარდა, შემდეგ კი განათების ბოძს შეასკდა.

მანქანაში გამომწყვდეული მგზავრების გადმოსაყვანად მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს. სახანძროსთან ერთად ადილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებიც გამოცხადდნენ. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით არიდაიას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ 20 და 21 წლის ახალგაზრდების გადარჩენა ვერ შეძლეს.

20 წლის მძღოლი APE-MPE-ს ინფორმაციით, ედესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს მისი სასწრაფო ტრანსპორტირება სალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *