Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

გამოუცდელმა მძარცველმა კუნძულ სამოსზე სამი ადამიანის გაძარცვა სცადა.

გამოუცდელმა მძარცველმა კუნძულ სამოსზე სამი ადამიანის გაძარცვა სცადა.

მძარცველმა ვერ შეძლო მსხვერპლების დაყოლიება რომ მისთვის ფულის მიეცათ. რამდენიმე საათის შემდეგ კი დააკავეს.

ბერძენი მამაკაცი შეიარაღდა, შეინიღბა და ზედიზედ სამი ადამიანის გაძარცვა სცადა კუნძულ სამოსზე, მარათოკამბოსში. თუმცა მისი გამოუცდელობის გამო ვერ შეძლო მსხვერპლებზე სათანადო ზეწოლის მოხდენა და ძარცვის მცდელობა მისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

გამოუცდელი მძარცველი თავიდან ბერძენ ქალს დაემუქრა იარაღით, მაგრამ მსხვერპლი მალევე მიხვდა რომ იარაღი საშიშროებას არ წარმოადგენდა და დამნაშავეს გაეცალა. შემთხვევა ოთხშაბათს საღამოს მოხდა. დამნაშავემ იმავე დღეს კიდევ ორი ადამიანის გაძარცვა სცადა. ამჟამად მსხვერპლებად ორი უცხოელი აირჩია, თუმცა მისი მცდელობა აქაც წარუმატებლად დასრულდა, რადგან აშკარა იყო რომ იარაღი, რომელიც დამნაშავეს თან ჰქონდა, საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ზემოთ აღნიშნულმა პირებმა ინციდენტის შესახებ განაცხადი გააკეთეს ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტში. დამნაშავის დაკავება იმ დღესვე მოხერხდა და მას ბრალი წაეყენა ძარცვის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *