Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სიახლეები 12 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე

სიახლეები 12 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე

პარასკევს მოსამართლე და ნაფიც მსაჯულები 12 წლის გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანენ. 

დღეს დასრულდა დაცვის მხარის ადვოკატების გამოსვლები სასამართლოში და სასამართლო გავიდა განაჩენის გამოსატანად 26 ბრალდებულისთვის.

როგორც უკვე ცნობილია, სასამართლო პროცესს წინ უძღვოდა ოლქის პროკურორის წინადადება, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში და ტრეფიკინგში ბრალდებულის, ილიას მიხუსის გამართლების თაობასთან დაკავშირებით.

ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებების ნაცვლად მან სასამართლოს შესთავაზა 55 წლის ილიას მიხუსი გაესამართლებინათ 12 წლამდე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის მასალის შენახვისთვის, არასრულწლოვანების სხეულით ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და იარაღის ტარებისთვის. ამასთან ერთად პროკურორი მოითხოვდა არასრულწლოვანის დედის დამნაშავედ ცნობას საკუთარი შვილის სხეულითა და პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეობით ვაჭრობისთვის. იგი ასევე ირწმუნებოდა, რომ არასრულწლოვანი გოგონას დედა ძალადობდა მის აწ უკვე ყოფილ მეუღლეზე, ილიას მიხოსზეც. 

საბოლოოდ პროკურორი ითხოვდა ყველა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას გარდა ერთისა, 55 წლის ილიას მიხოსისა.

თუმცა, აუცილებელი არ არის სასამართლომ პროკურორის წინადადება ყურად იღოს. ასე რომ საზოგადოება პარასკევს გაიგებს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლე და ნაფიც მსაჯულები ამ შემზარავ საქმესთან დაკავშირებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *