Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კოლონოს: “მიზანში ამოგვიღეს”, აცხადებენ ბრალდებულების ადვოკატები – თავყრილობა სააპელაციო სასამართლოსთან.

კოლონოს: “მიზანში ამოგვიღეს”, აცხადებენ ბრალდებულების ადვოკატები – თავყრილობა სააპელაციო სასამართლოსთან. 

12 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება – ბრალი ედება 26 ადამიანს. 

ცნობილია რომ სასამართლო დახურულ სხდომებს მართავს უკვე ორი თვეა, თუმცა დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი საჯარო დიალოგებში ერთვებიან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაცავად და თვლიან, რომ პროკურორის წინადადება ბრალდებულებთან დაკავშირებით “ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ანადგურებს უდანაშაულობის პრეზუმფციას”.

აღსანიშნავია, რომ დღეს კოლონოსის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გამოდის შემაჯამებელი სიტყვით. პირველი შემაჯამებელი სიტყვა კი არასრულწლოვანი გოგონას სამიდან ერთ-ერთ ადვოკატს ეკუთვნის, კერძოდ კი ასპასია ტარახოპულუს. 

ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები შეიკრიბნენ სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციის გასამართად. ისინი ითხოვენ 55 წლის ილიას მიხოსის სათანადო პასუხისგებაში მიცემას და ბრალდებული დედის გათავისუფლებას. 

ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *