Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ აგებს პასუხს მომღერლის სიკვდილზე

 ვინ აგებს პასუხს მომღერლის სიკვდილზე

,,ის იქნება პასუხისმგებელი ნიკოს სიკვდილზე!“ – ამბობს ფლორინიოტების ოჯახის ადვოკატი.

„ყველა სამოქმედო  პროცედურას აბსოლუტური სიფრთხილით გავდივართ, რათა არაფერი დაგვრჩეს გაუშუქებელი. ის იქნება პასუხისმგებელი ნიკოს სიკვდილზე!“ – ამბობს ფლორინიოტების ოჯახის ადვოკატი.

ნიკოს ფლორინიოტის გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა სარჩელის შეტანით დაიწყოს სასამართლო პროცესი – მომღელისათვის სიცოცხლეში დასმული არასწორი დიაგნოზის გამო.

როგორც ცნობილია, ნიკოს ფლორინიოტისი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა.

მომღერლის გარდაცვალებაში, დამნაშავეების, (სავარაუდოდ, ექიმების) მიმართ წაყენებული ბრალდების შესახებ, „სუპერ კატერინას“ გადაცემაში ოჯახის ადვოკატმა – ხარალამბოს კაცივარდასმა ისაუბრა.

„კომპეტენტურ ინსტანციაში ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა, რომ  გადმოგვეცეს მთლიანი საქმის ასლები. თუკი ყველა საჭირო საბუთი 20 დღის ვადაში არ მოგვაწოდეს, საქმეს პროკურატურა გადაიბარებს“, – განაცხადა კაცივარდისმა.

”ჩვენ დავამუშავებთ მასალას სარჩელის შესატანად, რამეთუ საქმე გვაქვს სამედიცინო ხარვეზების მტკიცებულებასთან. მის სიკვდილზე კი, დამნაშავე აუცილებლად პასუხს აგებს“ – განმარტა ადვოკატმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *