Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თვითმარქვია მედდა საავადმყოფოს პაციენტებსა და მათ თავზემდგომებს „ასუფთავებდა“.

თვითმარქვია მედდა საავადმყოფოს პაციენტებსა და მათ თავზემდგომებს „ასუფთავებდა“.

საავადმყოფო „მეტაქსაში“ თვითმარქვია მედდა საავადმყოფოს პაციენტებსა და მათ თავზემდგომებს ძარცვამდა.

თუმცა, ექთანმა მხოლოდ ეს როდი იკმარა: ქალი, თანამშრომელსა და მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებსაც დაესხა თავს.

იგი მოქმედებდა როგორც ექსკლუზიური მომვლელი – მედდა და რჩევებს აძლევდა საავადმყოფოში მისულ, როგორც სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებს, ასევე მათ მესვეურებსაც.

43 წლის, ალბანური წარმოშობის, თაღლითი  ქალბატონი, რომელიც გასულ კვირას დილით დააკავეს,  მობილურ ტელეფონებს, ფულად თანხებსა და საბანკო ბარათებს იპარავდა და შემდგომში, მოპარული ბარათებით სარგებლობდა კიდეც.

მისი ქმედება შენიშნეს პაციენტების თანმხლებმა პირებმა და მედპერსონალმა.

საავადმყოფოში მომუშავე მედდას, რომელმაც თვითმარქვია ამხილა, 43 წლის ქალბატონი თავს დაესხა, რის შედეგადაც მედდა მძიმედ დაშავდა.

მომხდარის შესახებ  დაუყოვნებელ  აცნობეს პოლიციას და დამნაშავე მაშინვე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებული ქალბატონი, კომპეტენტურ პროკურატურაში ქურდობის, თანამშრომლებზე ძალადობისა და სხეულის დაზიანებების, კომპიუტერული თაღლითობისა და ნარკოკანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით წარსდგება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *