Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სერესი: იარაღით დაემუქრა ახალგაზრდებს, რომლებმაც მისი მანქანა დაასველეს

სერესი: იარაღით დაემუქრა ახალგაზრდებს, რომლებმაც მისი მანქანა დაასველეს

საოცრად შეშინდა 20 წლის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ორშაბათს საღამოს სერესის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესიის ეზოში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ორი მამაკაცი მიუახლოვდათ. აღნიშნული მამაკაცებიდან ერთ-ერთი შეიარაღებული იყო და მუქარის შემცველ ტექსტს აჟღერებდა. 

შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ახალგაზრდას იარაღი ყელზე მიადო და დაემუქრა. აღნიშულმა ქმედებამ ახალგაზრდებში პანიკა გამოიწვია. ბავშვებმა გაქცევა მოახერხეს და შეძლეს რომ პოლიციაში დაერეკათ.

სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გაჩდნენ დანაშაულის ადგილზე და მალევე დააკავეს დამნაშავეებიც. 

ცნობილი გახდა, რომ დაკითხვისას გაირკვა მუქარის მიზეზი. დამნაშავეებმა განაცხადეს რომ ახალგაზრდების ჯგუფმა, მაშინ როცა ბრალდებულები მანქანაში იმყოფებოდნენ, მათი მანქანა წყლის ბუშტებით დაასველეს. 

დამნაშავეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მათ ბრალი ედებათ უკანონოდ იარაღის ტარებისთვისა და მუქარისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *