საბერძნეთში მართვის მოწმობა ათასობით მძღოლს ჩამოერთმევა
საბერძნეთში მართვის მოწმობა ათასობით მძღოლს ჩამოერთმევა
საბერძნეთის გზებზე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება გრძელდება. ამოწმებენ ლიცენზიებს, საავტომობილო დაზღვევებსა და მართვის მოწმობებს..
დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებების ძალიან დიდი რაოდენობა, იქნება ეს სამგზავრო თუ კომერციული, გადაადგილდება გაცვეთილი ან თუნდაც სრულიად უვარგისი საბურავებით.
თითოეულ ჩვენგას შეუძლია მიხვდეს, თუ რამდენად საშიშია ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანით გადაადგილება როგორც მძღოლისა და მგზავრებისთვის, ასევე ქუჩაში ფეხით მოსიარულეთათვის.

გამომდინარე აქედან, გაიცა ბრძანება მართვის მოწმობებთან, ლიცენზიებთან და დაზღვევასთან ერთად შემოწმდეს მანქანის საბურავებიც და იმ შემთხვევაში თუ საბურავები გადაადგილებისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება, დაიწეროს 40 ევროიანი ჯარიმა. მაგრამ პრობლემას მხოლოდ ჯარიმა არ წარმოადგენს. ჯარიმასთან ერთად მძღოლებს პოლიცია ჩამოართმევს მართვის მოწმობას და მანქანით გადაადგილების უფლებას.
ცნობილია, რომ საგზაო პოლიციას უკვე დაწყებული აქვს შემოწმებები და ამ დროისთვის აღმოჩენილია ათასობით დარღვევა.
