დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი რომელიც სუტინიორების ჯგუფს ხელს აფარებდა
დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი რომელიც სუტინიორების ჯგუფს ხელს აფარებდა
კორუმპირებული პოლიციელი, რომელმაც მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა დამნაშავეთა ჯგუფისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად, ხუთშაბათს დილით დააკავეს.
ბრალდებული უკრაინაში დაიბადა, თუმცა საბერძნეთში ცხოვრობს და პირეაზე უსაფრთხოების დაცვის ქვედანაყოფში მუშაობდა. მან დაკავების შემდეგ აღიარა, რომ 15-მდე ქალი ჰყავს გადაყვანილი სასტუმროებში კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევის მიზნით. პოლიციელი აცხადებს, რომ თითოეული ქალისგან 30 ევროს იღებდა და დანაშაულის ჩადენისკენ, რათქმაუნდა, მისმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ უბიძგა. ივარაუდება, რომ ბრალდებულს მეუღლე ხელს უწყობდა ხშირად გამოეცვალა ავტომობილი, რათა სამართალდამცავ ორგანოებს მასზე ეჭვი არ მიეტანათ. აღნიშული პიროვნება რუსეთიდან არის და მანქანების გაქირავების კომპანია აქვს.
დაკავებისას ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად პოლიციელბმა დამნაშავისგან ამოიღეს 2 მობილური ტელეფონი და 500 ევროს ოდენობის თანხა. გამოძიების შემდგომ ეტაპზე კი ჩხრეკა პოლიციელის სახლშიც ჩატარდა, საიდანაც ამოღებულია 5,56 მმ კალიბრის 12 ვაზნა, 7 პორტატული უკაბელო გადამცემი და 2535 ევროს ოდენობის თანხა.
