Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

თმის ცვენა და მისი გამომწვევი მიზეზები

თმის ცვენა და მისი გამომწვევი მიზეზები

ავერსის კლინიკა ვრცლად საუბრობს თმის ცვენასა და მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ხერხს გვთავაზობს.

თმა, რომელიც კანის დანამატს წარმოადგენს, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ესენია თმის ღერი, თმის ძირი და ბოლქვი. თმის ღერი არის ის ნაწილი, რომელიც კანზე, ეპიდერმზე გადმოდის და შედგება კერატინის უჯრედებისგან.  თმის ძირი კანშია მოთავსებული და ბოლოვდება თმის ბოლქვით, რომელიც ღრმად, დაახლოებით 2 სმ-ის სიღრმეზეა კანში და შედგება ცოცხალი უჯრედებისგან. სწორედ ბოლქვი განსაზღვრავს თმის ზრდას.

თმის თითოეული ღერი შედგება სამი შრისგან: ტვინოვანი, კუტიკულა და ქერქოვანი, ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თმის ფერს.

თმას მხოლოდ თერმორეგულაციის ფუნქცია როდი აქვს, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც შეიძლება გვაწვდიდეს ინფორმაციას. ჯანმრთელ ადამიანს თავზე დაახლოებით 150 000 თმის ღერი აქვს, 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 200-300 ცალი თმის ღერი. ადამიანი ყოველდღიურად 50-100 ღერ თმას კარგავს, ეს ნორმაა და გამელოტების საფრთხეს სულაც არ წარმოადგენს, რადგან ამ პროცესის პარალელურად ახალი თმა იწყებს ამოსვლას.

თმის ზრდას განაპირობებს თმის ფოლიკული, რომელსაც სისხლით ამარაგებს კანქვეშა სისხლძარღვოვანი სისტემა და რომლის ირგვლივაც მდებარეობს ნერვული დაბოლოებები. თმის ფილიკულის მოქმედება დამოკიდებულია სეზონზე, მაგალითად, თმა ყველაზე სწრაფად იზრდება გაზაფხული-ზაფხულის, ხოლო ყველაზე მეტად გვცვივა  შემოდგომის პერიოდში.

პათოლოგიური თმის ცვენა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა შინაგანმა დაავადებამ. ანდროგენული თმის ცვენა მამაკაცებში უფრო გავრცელებულია, რაც გამოწვეულია თმის ფოლიკულის დასუსტებით. თმა ცვენას იწყებს შუბლის ხაზიდან, თხემისა და საფეთქლების მიდამოში. კეფის არეში თმის ცვენა უფრო იშვიათია, ვინაიდან კეფაზე უფრო მეტი ჯანმრთელი ფოლიკული არსებობს. ქალების შემთხვევაში თმა მეჩხერდება და მკვეთრად თვალსაჩინო სიმელოტე არ გვხვდება.

თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევა:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ჰორმონალური დისბალანსი (განსაკუთრებით ესტროგენების დეფიციტი)
  • ძლიერი სტრესი
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
  • მიკროელემენტებისა და ვიტამინების დისბალანსი ( რკინის, ცინკის დეფიტიცი.A, C, D ვიტამინების დეფიციტი ან სიჭარბე )
  • თმის არასწორი მოვლა (თმის საშრობის, უთოს, სახვევი საშუალებების ხშირი გამოყენება, შეღებვა, ხანგრძლივად დაჭიმული ვარცხნილობა)
  • დერმატო-ვენეროლოგიური დაავადება
  • ქრონიკული ინფექციები (ინტოქსიკაცია ბაქტერიული ტოქსინებით)

თმის ცვენის შეჩერება, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებელია თმის მოვლის საშუალების შეცვლით, შესაბამისი შამპუნის გამოყენებით.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თმის ცვენის დიაგნოსტიკისთვის უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, რომელიც პირველ რიგში გამოიკვლევს რა იწვევს თმის ცვენას. საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ ლაბორატორიული გამოკვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, ჰორმონული ანალიზები), სპეციალური აპარატით დაათვალიერებს თავის სკალპის, თმისა და კანის სტრუქტურებს.

მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე და შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური ან/და ქირურგიული (გადანერგვა).

დერმატო-ვერნეროლოგის რეკომენდაციები თმის მოვლისა და თმის პრობლემების პრევენციის შესახებ:

  • თმის მოვლის საშუალებები თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რეკომენდებულია ვიტამინებით გაჯერებული შამპუნის გამოყენება
  • დაზიანებული თმისთვის სასურველია ბალზამის, აღმდგენი ნიღბის გამოყენება, უკეთეს შემთხვევაში კერატინის შემცველობის
  • მოერიდეთ თმის ელექტრო საშრობების ხშირად გამოყენებას
  • მოარიდეთ მზის უხვ სხივებს, ვინაიდან ეს იწვევს თმის გამოშრობას
  • აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება და წყლის დალევა
  • მოიჭერით ბოლოჭამიები და ბოლოგაყოფილი თმა
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *