Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

სალონიკი: დღეიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

სალონიკი: დღეიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ორშაბათიდან, 8 დეკემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სალონიკის მეტრო.

მთავარი ხაზის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის სადღესასწაულო პერიოდში ტრანსპორტის გამოყენების აუცილებლობის გამო მიიღეს. მეტროს უპრობლემოდ ფუნქციონირება თავდაპირველად დაგეგმილზე 3 დღით ადრე კი შესაძლებელი გახდა გაერთიანებული ქსელის სისტემისა და მატარებლების ტესტირების პირველი ძირითადი ციკლის წარმატებით და უფრო სწრაფად დასრულების წყალობით, რის შედეგადაც მეტროს ხაზი კალამარიამდე გაფართოვდა.

მეტროს მთავარი ხაზი 8 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი მიმართულებებით იმოძრავებს:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 06:30 საათიდან 23:00 საათამდე.
  • შაბათ-კვირა – დილის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.

ხოლო 21 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით კი:

  • ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 05:30 საათიდან ღამის 00:30 საათამდე.
  • პარასკევი-შაბათი დილის 05:30 საათიდან ღამის 02:00 საათამდე.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *