კორინთო: ბოშა პოლიციელს თავს დაესხა
კორინთო: ბოშა პოლიციელს თავს დაესხა
კვირას ღამით კორინთოს საავადმყოფოში ბოშა პოლიციელს თავს დაესხა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბოშების ჯგუფმა, რომელიც დაახლოვებით 20 ადამიანისგან შედგებოდა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო. გაშველებისას პოლიციელებს რამდენჯერმე ხელიც მოხვდათ, თუმცა ერთ-ერთმა ბოშამ პოლიციელს სპეციალურად მუშტი მოუქნია და ხელი დაარტყა.
დაზარალებული პოლიციელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.
დაწყებულია გამოძიება. თუმცა ამ დრომდე სამართალდამცავმა ორგანოებმა მხოლოდ ერთი დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლეს.
Facebook Comments Box
