Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

შეიარაღებული ძარცვა სალონიკში

შეიარაღებული ძარცვა სალონიკში

კვირას გამთენიისას თესალონიკში მინი-მარკეტი გაძარცვეს.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ ორი მძარცველიდან ერთ-ერთი გამყიდველს იარაღით ემუქრება და მისგან სალაროს ამოცლას ითხოვს, რათა წაიღოს სრული თანხა. მეორე მძარცველიც პარალელურად ემუქრება მინი-მარკეტის თანამშრომელს დანით. ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ იარაღის მუქარით არ დასრულებულა, ცნობილია, რომ მძარცველებმა მოლარეს წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში, რათა რამე არ მოემოქმედებინა მათ საწინააღმდეგოდ და მშვიდად დაეტოვებინათ მინი-მარკეტის ტერიტორია.

გამომდინარე იქიდან რომ ქალაქში გახშირდა მსგავსი ტიპის დანაშაული, მოქალაქეთა დაცვის მინისტრი მიხალის ხრისოხოიდისი, სალონიკში ჩავა, რათა შემუშავდეს სწორი ტაქტიკა წვრილმანი დანაშაულების აღმოსაფხვრელად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *