Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თავდასხმა გიმნაზიაში ქართველი მოსწავლის მიერ

თავდასხმა გიმნაზიაში ქართველი მოსწავლის მიერ

კიფსელი: ქართველმა, გიმნაზიის მოსწავლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და შემდეგ კი, დირექტორს დაესხა თავს, რომელიც დაზარალებულს გამოესარჩლა.

protothema.gr – ს ჩვენება კიფსელის ერთერთი გიმნაზიის სპორტდარბაზში მომხდარის შესახებ, თვითმხილველმა მისცა.

უპრეცენდენტო შემთხვევა დღეს დილით, კიფსელის 41-ე გიმნაზიაში მოხდა, როდესაც  19 წლის ქართველი მოზარდი 18 წლის მოსწავლეს ჩაქუჩით, ხოლო გიმნაზიის დირექტორს კი, –  დანით დაესხა თავს!

თვითმხილველი ასე აღწერს მომხდარს: „გაკვეთილის დაწყებამდე დავინახეთ, რომ ორი მოსწავლე ჩხუბობდა. ერთერთი მოსწავლე თავს იცავდა, როცა მას დამნაშავემ  თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. ტრამვირებულმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. იქაურობა  სისხლით იყო მორწყული. დირექტორი, რომელმაც სცადა დაზარალებულს მიხმარებოდა, თავდამსხმელმა  დანით დაჭრა“.

კითხვას, არსებობდა თუ არა წარსულში ორ მოსწავლეს შორის დაპირისპირება, იმავე თვითმხილველმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას ცდილობდა დამნაშავე დაზარალებული მოსწავლის მარტო მოხელთებას, რათა ფიზიკურად გასწორებოდა მას, რადგანაც დამნაშავის თქმით, 18 წლის დაზარალებული მოსწავლე, დამნაშავის ოჯახს თითქოს, მოკვლით ემუქრებოდა….

,,ის დღეს შემზადებული მოვიდა, რომ დანაშაული ჩაედინა. არავინ იყო, რომ  შეეჩერებინა; დაცვაც არ იყო ადგილზე, როცა ეს ყველაფერი მოხდა.“ –  ამბობს საკუთარ ჩვენებაში შემთხვევის თვითმხილველი გოგონა.

ინციდენტი სამშაბათს, დილის 8:30 საათზე მოხდა.

მომხდარის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავდასხმის მიზეზი უთანხმოებას უკავშირდება, რომელიც თავდამსხმელის ძმას ნიგერიელ მოსწავლესთან ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე EL.AS-ის თანამშრომლები მივიდნე, რომლებმაც დამნაშავე დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *