Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნები მსოფლიოში

ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნები მსოფლიოში

აგერ უკვე მეშვიდე წელია ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში ფინლანდია პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე კი ავღანეთი დგას.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეულიდან 8 ევროპის ქვეყანაა. ფინლანდიის შემდეგ მეორე ადგილს დანია იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე კი ისლანდიაა. პირველ ათეულში ასევე ვხედავთ შვედეთს, ისრაელს, ჰოლანდიას, ნორვეგიას, ლუქსემბურგს, შვეიცარიას და ავსტრალიას.

ამ წელს საბერძნეთმა რვა ადგილით უკან დაიხია და 64-ე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს კი 91-ე ადგილზე ვხედავთ.

 

კვლევებზე დაყრდნობით დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც 1965 წლამდე დაიბადნენ, ეგრეთ წოდებული “ბუმერები” უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებიც 1980 წლის შემდეგ დაიბადნენ. 

მკვლევარები აცხადებენ, რომ ევროპელი და ჩრდილო-ამერიკელი ახალგაზრდები ნაადრევად გადიან ეტაპს, რომელსაც შუა ხნის კრიზისს ვუწოდებთ.

კვლევა “The World Happiness Report” დაფუძნებულია კითხვა-პასუხის ტიპის შეფასებაზე, რომლიდანაც დგინდება თუ რამდენად ბედნიერად ან უბედურად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა თავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *