Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ხელბორკილები ავტობუსის მძღოლს

ხელბორკილები ავტობუსის მძღოლს

ანო ლიოსია: პოლიციამ ავტობუსის მძღოლს მგზავრი ქალის  გაუპატიურების მცდელობისთვის ხელბორკილები დაადო.

ანო ლიოსიაში პოლიციამ ავტობუსის მძღოლი დააკავა, რომელმაც 53 წლის ქალის გაუპატიურება სცადა.

შემთხვევა ავტობუსების სადგომ დეპოში მოხდა: ბრალდებულმა მძღოლმა მგზავრი ქალბატონი ჯერ სცემა, შემდეგ კი, მის გაუპატიურებას შეეცადა.

protothema.gr-ის ინფორმაციით, ყველაფერი ადგილობრივ ავტობუსების ტერმინალში მოხდა.

ავტობუსის კარები დახურული აღმოჩნდა, როდესაც ბრალდებული მძღოლი მგზავრ ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ კი, გაუპატიურება დაუპირა მას.  ქალი მძღოლს შეეწინააღმდეგა და შველას ითხოვდა.

 

თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა 53 წლის ქალი ავტობუსის გაჩერებასთან დატოვა და გზა განაგრძო.

დაზარალებულმა პოლიციას მიმართა და სულ მალე, დანაშაულში ეჭვმიტანილი მძროლი დააკავეს.

შემთხვევის ადგილიდან ქალის ტანსაცმელი იქნა ამოღებული, ხოლო ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა ანალიზისთვის ექსპერტიზას გადაეცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *