Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სკოლებში მობილური ტელეფონები იკრძალება

სკოლებში მობილური ტელეფონები იკრძალება

განათლების სამინისტრო მიიღებს სისხლის სამართლის ახალ კოდექსს მოსწავლეებისათვის, სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობის შესახებ.

განათლების სამინისტრო სკოლებში წესრიგის დაცვის არსებული რეჟიმის გაძლიერებას გეგმავს.

სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი რეგულაციების ზომებს გაატარებს განათლების სამინისტრო, რომელიც არსებულ რეჟმს უფრო გააძლიერებს.

სანდო წყაროების თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აქვეყნებენ სამხელი, ან დამაკნინებელი შინაარსის ვიდეომასალებს, რომელიც მათ, ან მათ თანასკოლელებს ეხებათ, სკოლიდან სამუდამო გარიცხვა ემუქრებათ.

სკოლის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონის ქონაზე ჯარიმები მკაცრი იქნება:

  1. თუ მოსწავლეს კლასში მობილური ტელეფონი აღმოაჩნდება, პირველი შენიშვნის შმთხვევაში, ის განთავისუფლებული იქნება გაკვეთილიდან.
  2. განმეორებითი მსგავსი შენიშვნის შემთხვევაში, მოსწავლე განთავისუფლებული იქნება სკოლიდან მთელი დღის განმავლობაში.
  3. თანაკლასელების ბულინგის შემთხვევაში, სკოლის დირექცია მოსწავლის სკოლიდან საბოლოოდ გარიცხვის ზომას მიმართავს.

ასეთი გამკაცრებული ზომები შედეგია იმისა, რომ ამ სკოლებში შემოსული საჩივრების რაოდენობამ უკვე საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია.

განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ხაზს უსვამს იმას, თუ რა სერიოზულობით ეკიდება სამინისტრო უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი  წინასწარმეტყველებს სტუდენტების შესაძლო რეაქციასა და პროტესტს, რომელიც მობილური ტელეფონების მათი ყოველდღიური რუტინიდან ამოღებამ შეიძლება  გამოიწვიოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო, როგორც ჩანს, სიმტკიცეს იჩენს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად და სკოლებში ჯანსაღი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად,  რეგულაციების მკაცრი დაცვა აუცილებელია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *