ირაკლიოში 18 წლის ახალგაზრდა რკინებით სცემეს
ირაკლიოში 18 წლის ახალგაზრდა რკინებით სცემეს
სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ყველა ვიდეომასალა შეაგროვონ ირაკლიოს ზღვისპირა გამზირზე მდებარე რესტოონრბიდან და მაღაზიებიდან, რათა შეძლონ იმ დამნაშავეების ვინაობის დადგენა, ვინც უმოწყალოდ სცემეს 18 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახლა ვენიზელიოს საავადმყოფოშია განთავსებული რკინის იარაღებით მიყენებული ტრამვებით.
იღბლიანი აღმოჩნდა ახალგაზრდა, რომელსაც ველოსიპედის ტარებისას ორი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და უმოწყალოდ სცემა, რადგან ამ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს სასწრაფო დახმარების სადგური და სწორედ ამიტომ მისი გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხერხდა საავადმყოფოში.
შემთხვევა ორშაბათს გამთენიისას მოხდა. დაზარალებულმა საავადმყოფოდანვე გააკეთა საჩივარი და განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ სრულიად უმიზეზოდ. ბოროტმოქმედებმა 18 წლის ახალგაზტდა რკინებით სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.
მიმდინარეობს გამოძიება შემთხვევის მიზეზებისა და ბოროტმოქმედების ვინაობის დასადგენად.
