სერესზე ნაპოვნი ცხედარი ხანდაზმულ მამაკაცს ეკუთვნის
სერესზე ნაპოვნი ცხედარი ხანდაზმულ მამაკაცს ეკუთვნის
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კვირას აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ფეხით მოსიარულემ აღმოაჩინა ტყეში სეირნობისას სერესზე, ერთ ხანდაზმულ მამაკაცს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც შეაგროვა ადამიანის ჩონჩხის ნაწილები და შეავსო საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდეგ ამოღებული ფაქტები დოკუმენტაციასთან ერთად გადაიგზავნა თესალონიკში, ექსპერტიზის ჩასატარებლად.
protothema.gr-ის წყაროებზე დაყრდნობით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩონჩხის ნაწილი, მენჯი, ქვედა კიდურები, ნეკნი და მკლავი ხანდაზმულ მამაკაცს ეკუთვნის. ექსპერტიზისთვის ასევე გადაგზავნილი იყო მამაკაცის პიჯაკისა და შარვლის ნარჩენებიც, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სიკვდილი დიდი ხნის წინ დადგა, ერთ წელზე მეტია.
ცნობილია, რომ მალევე მოხდება დნმ-ის ნიმუშის აღება, რის შედაგადაც შეძლებენ დაადგინონ ხანდაზმული მამაკაცის ვინაობა.
