Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლი

40 წლის მამაკაცი, რომელიც მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა პარტნიორმა ფიზიკური ძალადობისა და შურისძიების მიზნით პორნოგრაფიის გავრცელების მუქარისთვის უჩივლა, სამწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული 25 მარტს 7 საათზე დააკავეს, დაზარალებულის სახელობის დღეს. როცა წყვილის სტუმრებმა სახლი დატოვეს და ბრალდებულმა დაზარალებულს ტელეფონი მოთხოვა, რომ სასწრაფოდ შეემოწმებინა. დაზარალებულისგან უარს კი მასზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. 

პროკურატურამ 40 წლის მამაკაცს შემდეგი ბრალდებები წაუყენა: მუდმივი ფიზიკური ძალადობის გამო და შურისძიების მიზნით პორნოგრაფიის გავრცელების მუქარისთვის.

დაზარალებული ქალბატონი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ჩვენებაში აცხადებს, რომ მას მოძალადე ყელში წვდა, შემდეგ ხელი ჰკრა და დააგდო სააბაზანოში. მაშინ როცა დაზარალებული წამოდგომას ცდილობდა, მოძალადე ისევ ყელში წვდა და დაახლოვებით ორი მეტრის მანძილზე ათრია.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ 2023 წლის 5 მაისს და 2023 წლის 27 აგვისტოს იმავე ბინაში 40 წლის მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაკბინა, რის შედეგადაც სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები.

დაზარალებული ასევე აცხადებს, რომ მასზე ბრალდებული ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა. თანაცხოვრების პირველი დღიდანვე დაიწყო ურთიერთობაში პრობლემები მისი პარტნიორის უმიზეზო ეჭვიანობის გამო. ეჭვიანობისა და ალკოჰოლის, რომელსაც მოძალადე დროდადრო მოიხმარდა, ერთობლიობას კი შედეგად ჩხუბი, ცემა და მუქარა მოყვებოდა. დაზარალებული ხშირად ისმენდა მუქარას, რომ მის ორ გოგონას რამეს დაუშავდებდა და გაავრცელებდა მის ინტიმურ ფოტოებსა და მიმოწერებს. 40 წლის მამაკაცი ამ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზარალებული მას არ დაშორებოდა.

მუქარის შიშით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბოლო სამი წელი ცხოვრობდა მოძალადესთან ერთად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *