Latest news
გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკელი სპეციალისტი პლაზმოფერეზის პროცედურაში დაშვებულ 3 ძირითად პრობლემაზე საუბრობს რამდენად რეკომენდირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხატვრული ლიტერატურის თარგმნისთვის დიმოღლიდუ: საბერძეთის პოლიცია გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეში მესამე პირის არსებობას არ გა... 25 წლის პენელოპეს მოსაკლავად მისი ყოფილი პარტნიორი ათენიდან იღუმენიცაში ჩავიდა ნასოს კომიანოსის ადვოკატი: ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კერკირა: სამმა ქალმა და ერთმა არასრულწლოვანმა ძვირადღირებული ტელეფონები მოიპარეს

კერკირა: სამმა ქალმა და ერთმა არასრულწლოვანმა ძვირადღირებული ტელეფონები მოიპარეს

23, 24, 28 და 17 წლის ოთხი პიროვნება, კერკირაში, ელექტრონიკის მაღაზიაში წინასწარი შეთანხმებით შევიდნენ, რათა მოეპარათ ძვირადღორებული ტელეფონები. 

მაღაზიის მფლობელს მათ თავი კლიენტებად მოაჩვენეს და მაშინ, როცა დამნაშავეთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მაღაზიის მფლობელის ყურადღება მთლიანად მიიპყრო, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა 2000 ევროს ღირებულების ტელეფონები მოიპარეს.

ქურდობა შაბათს შუადღეს მოხდა. პოლიციამ დამნაშავეების დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღო მოპარული ნივთები და მაღაზიის მფლობელს ტელეფონები უკან დაუბრუნა. 

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამი ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ქურდობის მუხლით, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მშობლების წინააღმდეგ კი მეთვალყურეობის უგულებელყოფისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *