Latest news
საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება პანდიოს უნივერსიტეტი სტუდენტურ სართო საცხოვრებელს ხსნის ნიკოს კარველას საგადასახადო სამსახურის ინსპექტორებთან შელაპარაკება მოუვიდა 12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება ჩემი სახლი 3 - საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიც... კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდიდან შეძლებენ პაციენტები ჩატარებული კვლევების შედეგების ელექტრონულად შემოწმებას

როდიდან შეძლებენ პაციენტები ჩატარებული კვლევების შედეგების ელექტრონულად შემოწმებას

საბერძნეთში 2026 წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად სავალდებულო გახდება დიაგნოსტიკური ლაბორატორიული კვლევების შედეგების ელექტრონულად ატვირთვა. ცვლილება შეეხება საბერძნეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ორგანიზაციის (ΕΟΠΥΥ) კონტრაქტორ ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ადონის გეორგიადისმა განაცხადა. მისი განმარტებით, კვლევის შედეგების ატვირთვა ΕΟΠΥΥ-ს მიერ აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობა გახდება. ცვლილების პირველი ეტაპი შეეხება ბიოლოგიური მასალების 1 და 2 კატეგორიაში შემავალ კვლევებს.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი Master Data სერვისები და LOINC კოდირების სისტემასთან დაკავშირებული შესაბამისობები 2026 წლის 1 ნოემბრიდან გახდება სავალდებულო. უახლოეს თვეებში ასევე იგეგმება ვიზუალური/გამოსახულებითი დიაგნოსტიკური კვლევების ელექტრონულად რეგისტრაციის სავალდებულო წესის ამოქმედება.

რეფორმის მიზანია მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის ეროვნული ელექტრონული ფაილის მეშვეობით საკუთარი კვლევების ისტორიაზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უწყვეტობის გაუმჯობესება. შედეგები ასევე ხელმისაწვდომი იქნება myHealth აპლიკაციაში.

რეფორმის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, პირადი მონაცემებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის ინფორმაციის შესაძლო ხელმისაწვდომობის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის ელექტრონული ფაილი დაცულია და მასზე წვდომა აქვს თავად მოქალაქეს, ხოლო საჭიროების შემთხვევებში მის მკურნალ ექიმსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს.

მინისტრმა კრიტიკოსების ნაწილს „სიძულვილსა და ტოქსიკურობაში“ დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რეფორმა მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესებისა და სამედიცინო სისტემაში ბიუროკრატიული სირთულეების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ის ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ, დღეს უკვე საბერძნეთში პრაქტიკაში ხორციელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *