Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

ის საბედისწერო 5 წუთი საერთოდ არ მახსოვს….

ის საბედისწერო 5 წუთი საერთოდ არ მახსოვს….

,,ის საბედისწერო 5 წუთი პოლიცის განყოფილებაში და ჩასაფრება მკვლელობის გამო, საერთოდ არ მახსოვს“ -ამბობს მკვლელი.

39 წლის მკვლელი მამაკაცი ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ არაფერი ახსოვს 28 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით და, ასევე იშველიებს იმ ფაქტსაც, რომ ის, ბოლო წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმოფოში გადიოდა რეაბილიტაციას, რადგანაც ქრონიკული ფსიქიური აშლილობით ,,იტანჯება!“…

წმ. ანარგირების რაიონში, პოლიციის განყოფილების შენობის წინ, 28 წლის კირიაკი გრივას სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოების უდოდესი აღშფოთება გამოიწვია.

მასშტაბური რეზონანსის შედეგად, სახელმწიფოს ხელისუფლება ცდილობს გამჭვირვალედ გააშუქოს ინცინდენტის გამომწვევი დარღვევები და შეცდომები, რომელშიც პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს.  .

გამოძიების შედეგად მოპოვებული მონაცემებითა და  ჩვენებებით ირკვევა, რომ 28 წლის მსხვერპლი განყოფილებაში 22.10-დან 22.15 საათამდე, დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა.

ქალი რაიონული პოლიციის განყოფილების თანამშრომელს ესაუბრა და სახლში დასაბრუნებლად საპატრულო მანქანა ითხოვა…

პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაცია არასათანადოდ შეფასეს და მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მაგივრად, მსხვერპლს (ირონიულად) უპასუხეს, რომ ეს შეუძლებელია და 100-ზე დარეკვა მოუწოდეს…

ტრაგედია სწორედ იმ საბედისწერო 5 წუთში დატრიალდა: გოგონას, რომელსაც პოლიცელთან ჯერ საუბარიც კი არ დაესრულებინა, მკვლელი თავს დაესხა და დანით აჩეხა.

ტელეფონში, რომლის მეორე ხაზზეც პოლიციელი იმყოფებოდა, მამაკაცის განწირული ხმა გაისმა: ,, გვიშველეთ! კლავს, კლავს! გოგონა მოკლა! სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ! გოგონა მოკლეს!” – ეს ხმა გოგონას თანმხლებ მეგობარს ეკუთვნოდა, რომელმაც სამწუხაროდ, კირიაკი გადარჩენა ვერ შეძლო.

გუშინ, ხუთშაბათს (4/4) აღიარებითი ჩვენების შემდეგ, გამომძიებელმა და პროკურორმა გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე ციხის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა 39 წლის მამაკაცი საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც  მან სასამართლო ოფიცერს განუცხადა: „არაფერი მახსოვს რა მოხდა… დღეს შევიტყვე, რომ  რაღაც არასწორად გავაკეთე“…

P.S. ძალადობისა და გულგრილობის შედეგად,  კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობაში ყველა დამნაშავეა: სახელმწიფოებრივი ბიუროკრატიული აპარატი, კანონი, საზოგადოება, ახლობლები.ერთერთ პოლიციელს იმ  30 პოლიციელისაგან შემდგარი რაზმიდან, რომელიც აგ. ანარგირის პოლიციის შენობას ,,იცავდა“ მკვლელობით აღშფოთებული მოსახლეობისაგან, 28 წლის კირიაკი რომ დაეცვა, დღეს გოგონა ცოცხალი იქნებოდა…

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *