Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

როგორ შევიძინოთ ბინა საბერძნეთში სულ რაღაც 15 000 ევროდ და სესხის განვადებით თვეში 440 ევროს ოდენობით

როგორ შევიძინოთ ბინა სულ რაღაც 15 000 ევროდ ნაღდი ფულით და სესხის განვადებით თვეში 440 ევროს ოდენობით?

75%-100%-იანი საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია, რომელიც  შეუძლია მიიღოს ახალგაზრდამ “ჩემი სახლის” პროგრამაში შესვლით, არის ამ პროგრამის ძალიან დიდი უპირატესობა, რადგან ის უზრუნველყოფს ძირითადი საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობას ყოველთვიური განვადებით, რომელიც არ იქნება ბევრად მაღალი და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დაბალიც, ვიდრე ყოველთვიური ქირა, გაზრდის რისკის გარეშე.

აღნიშნული პროგრამის დიდი უპირატესობაა ის, რომ ქონების შესაძენად საჭირო კაპიტალის 90% შეიძლება დაიფაროს მაქსიმუმ 150 000 ევრომდე საბანკო სესხით. ასე რომ, ახალგაზრდას შეუძლია მშობლების დახმარებით, ან მის  გარეშე შეიძინოს ქონება საწყისი  თანხით მხოლოდ 15 000 ევროს გადახდით.

ამრიგად, დაბალი საპროცენტო განაკვეთი, უსაფრთხოება საპროცენტო განაკვეთის ზრდის რისკის თვალსაზრისით, ასევე  მონაწილეობა ინვესტიციაში მცირე სააქციო კაპიტალით, არის კომბინაცია, რომელიც იწვევს განაცხადების მასობრივ წარდგენას პროგრამაში- დაახლოებით 1000 განაცხადი თვეში.

თუმცა,  გზა, რომელსაც გაუყვება სულ მცირე 15000 ახალგაზრდა, რომლებმაც უკვე  გააკეთეს განაცხადი პროგრამაში ჩართვაზე, ადვილი არ იქნება.

ბროკერების მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, უძრავი ქონების მფლობელები უფრო დიდი მოგების პერსპექტივით, უკვე ზრდიან თავიანთ მოთხოვნებს.

ბინები, რომლებიც თვეების წინ გაიყიდა 130 000 ევროდ, დღეს ხელმისაწვდომია 150 000 ევროდ, 15 წლიანი ბინების ზრდის ტემპები (მათ შორის, რაც შედის პროგრამაში ჩემი სახლი) უკვე ორნიშნაა.

პრობლემა, რომლის გადაჭრაც ასევე მოუწევთ ახალგაზრდებს, მათი განაცხადის დამტკიცების გარდა, არის  ბინის პოვნა ხელსაყრელ ფასად.

თეორიულად საჭიროა მცირე კაპიტალი, რომელიც არ აღემატება 15 000 ევროს, 150 000 ევრომდე ქონების შეძენის შემთხვევაში, ან 65 000 ევროს, 200 000 ევრომდე ქონების შეძენის შემთხვევაში და ეს პირობა არ იცვლება, მაგრამ მოქალაქეების მოთხოვნების ზრდა შესაბამისად იწვევს ბინებზე ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ იწვევს როგორც საწყისი კაპიტალის, ასევე შესაბამისად სესხის ყოველთვიური განვადების ოდენობის ზრდას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *