Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

71 ხანძარი 12 საათში – ძლიერი ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

71 ხანძარი 12 საათში – ძლიერი ქარები ხანძარს ელვის სისწრაფით ავრცელებენ

შაბათს კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა შეხვედრა გამართა მეტეოროლოგთა ჯგუფთან და ყველა საკოორდინაციო ორგანოსთან ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავებისთვის. საკოორდინაციო ორგანოს სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროსა და სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელობა, ΕΛΑΣ-ისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, აგრეთვე პელოპონისის, ატიკის, კრეტას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსისა და ცენტრალური საბერძნეთის რეგიონების გუბერნატორები. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ძლიერი ქარები, რომლებიც კვირას, ორშაბათს და სამშაბათს თანაბარი სიმძლავრით დაუბერავენ საბერძნეთის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ხანძრის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელებას. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ შაბათს დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე 71 ხანძარი დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, ჩრდილოეთ ეგეოსში, ატიკში, ვიოტიაში, კიკლადესში, კრეტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ პელოპონისოში ძლიერი ქარი დაუბერავს 7-8 ბოფორტის ინტენსივობით, რაც ვითარებას უკიდურესად საშიშს გახდის. 

ზემოაღნიშნული ტერიტორიებისთვის გადაწყდა, რომ სამოქალაქო დაცვის ყველა ძალა იქნება მზადყოფნის მე-4 ეტაპზე (ხანძრის მაღალი რისკი), რაც ნიშნავს, რომ სახანძრო ბრიგადა იქნება მზადყოფნაში, შეიარაღებული ძალების ოფიცრები განახორციელებენ პატრულირებას, ხოლო დამხმარე გუნდები იქნებიან მზადყოფნაში.  

თავის მხრივ, ΕΛΑΣ-ის პოლიცია გააგრძელებს ტყის უბნებისკენ მიმავალი გზების გადაკეტვას, მოძრაობის აიკრძალვას. რეგიონულ ერთეულებში შეიკრიბებიან მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ პატრულირებას, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ სახანძრო ზონების გახსნას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *