Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

როგორ დავიცვათ სწორად პირის ღრუს ჰიგიენა

როგორ დავიცვათ სწორად პირის ღრუს ჰიგიენა

გარემოსა და პირადი სისუფთავის დაცვა, სწორი და რეგულარული ჰიგიენა მრავალი დაავადების თავიდან აცილების საწინდარია. სხეულის თითოეულ ნაწილს ჰიგიენის გარკვეული წესები აქვს. პირის ღრუს ჰიგიენა დიდი ხანია იქცა ადამიანის კულტურის განუყოფელ ნაწილად, რომლის რეგულარული დაცვა ათიდან ცხრა შემთხვევაში გვინარჩუნებს კბილების სიჯანსაღეს. პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა სრულიადაც არ ნიშნავს კბილების გასუფთავებას მხოლოდ დილა-საღამოს – ჰიგიენა მთელი დღის განმავლობაში უნდა დავიცვათ.

იდეალურ შემთხვევაში საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ პირის ღრუში წყალი ან სპეციალური სავლები მაინც უნდა გამოვივლოთ. საღეჭი რეზინის დაღეჭვაც შეიძლება, თუმცა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში. პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელოვანი კომპონენტია კბილების წმენდა ძაფით. მისი მეშვეობით საჭმლის ნარჩენებისგან ვისუფთავებთ კბილებს შორის არსებულ სივრცეს, რითაც თავიდან ვიცილებთ კარიესულ პროცესს. კბილის ძაფის გამოყენება რეკომენდებულია ყოველი ჭამის შემდეგ. პირის ღრუს სწორი ჰიგიენით დაგეზოგებათ ფინანსები, სტომატოლოგთან თქვენს ვიზიტს ექნება მხოლოდ პროფილაქტიკური ხასიათი, ჯანსაღ კბილებსა და ღრძილებს კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნებთ. პირის ღრუს მოსავლელად დაგჭირდებათ:

  • კბილის ჯაგრისი. სასურველია, იყოს საშუალო სიხისტისა ან რბილი, ხშირი სინთეტიკური ბოჭკოს ღერებით. კბილის ჯაგრისი უნდა გამოვცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ.
  • ხარისხიანი კბილის პასტა, რომლის შერჩევისას სტომატოლოგის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი კბილის პასტები ორი ტიპისაა: ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური. პირველი ჯგუფის დანიშნულება მხოლოდ საკვებისგან დატოვებული ნადების მოცილება და პირის ღრუში სასიამოვნო სუნის დატოვებაა. კბილის პასტების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება მეორე ჯგუფს. აქ გამოყოფენ კარიესის საწინააღმდეგო, მათეთრებელ და ანთების საწინააღმდეგო პასტებს. კარიესის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა ფთორიდებისა და კალციუმის შემცველი კბილის პასტები. ეს ელემენტები აუმჯობესებს კბილის ქსოვილის მინერალიზაციას, ამაგრებს მინანქარს და იცავს მას ბაქტერიების მავნე ზემოქმედებისგან. კალციუმი ხელს უშლის ფთორის ათვისებას, ამიტომ კბილის პასტა შეიცავს ან ფთორიდებს, ან კალციუმს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს მცენარის (პიტნის, სალბის, გვირილის და სხვათა) ექსტრაქტის შემცველ პასტებს. მათეთრებელი კბილის პასტების შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ბიკარბონატი – სოდა, რომელსაც, მათეთრებელთან ერთად, აბრაზიული მოქმედებაც აქვს. კბილის მინანქრის დაზიანების რისკის გამო ამ ტიპის პასტების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერ.
  • პირის ღრუს ეფექტური ჰიგიენისთვის სასურველია კბილის პასტების მონაცვლეობით გამოყენება. უნდა ვცვალოთ არა მარტო პასტის ტიპი, არამედ მწარმოებელიც.
  • პირის ღრუს სავლები სითხე ან, როგორც მას უწოდებენ, ელექსირი. ეს სითხეებიც ორგვარია: კარიესის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო. პირველთა შემადგენლობაში შედის კალციუმის იონები ან ფთორი. ანთების საწინააღმდეგო ელექსირები შეიძლება შეიცავდეს ნეოვიტინს, აზულენს, ქლოროფილის სპილენძის წარმოებულებს, წიწვოვან ან ჟენ-შენის ექსტრაქტს. ქლორჰექსიდინის, ტრიკლოზანისა და სხვა ანტისეპტიკების შემცველი სავლები სითხეები შექმნილია პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ და მათი გამოყენება მხოლოდ ჩვენებისამებრ შეიძლება.
  • კბილის ძაფი (ფლოსი) და კბილთაშუა სივრცის გასასუფთავებელი სხვა საშუალებები.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *