Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

დაკავებულია ორი პირი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის

დაკავებულია ორი პირი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის

ოთხშაბათს შუადღეს, იერაპეტრას ტერიტორიაზე, პოლიციამ ორი პირი დააკავა ნარკოტიკების ფლობა/გადატანის ბრალდებით.

კერძოდ, ლასითის პოლიციის დეპარტამენტისა და აგიოს ნიკოლაოსის უსაფრთხოებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, მიწოდებული ინფორმაციის სათანადო დამუშავების შემდეგ, ჩაატარეს სპეცოპერაცია და დააკავეს ორი უცხოელი, რომლებიც ფლობდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას.

სპეცოპერაციის დროს ჩხრეკა ჩატარდა უცხოელების სახლებში და ყველა საეჭვო ტერიტორიაზე, სადაც ვარაუდობდნენ, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალების დასამალად იყენებდნენ. 

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია:

  • 10,1 გრამი კოკაინი,
  • 35,7 გრამი მარიხუანა
  • სასწორი 
  • 2470 ევროს ოდენობის თანხა, რომელიც დამნაშავეებს მოპოვებული აქვთ ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის შედეგად
  • თამბაქოსთან შერეული ნედლი კანაფის ხელნაკეთი სიგარეტი
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *